Friday, July 11, 2014

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: „სამკურნალო მცენარეები“.



პროექტის მთავარი თემა| იდეა: მოსწავლეებს ვთავაზობ იდეას: „სამკურნალო მცენარეების“ შესახებ, რა აქტიურ ნივთიერებებს შეიცავენ და რა განაპირობებს მცენარეთა სამკურნალო თვისებების გამოყენებას ხალხურ და მეცნიერულ მედიცინაში? სად შეიძლება მათი შეგროვება? რომელი ორგანოა მეტად ღირებული?რა ფორმით შეიძლება მათი გამოყენება ოჯახურ პირობებში?

პროექტის აქტუალობა: აქტუალურია იმით რომ მოსწავლეები შეიცნობენ მცენარის არსებობის მნიშვნელობას ბუნებაში. ეცნობიან მცენარის ორგანოებს.

პროექტის მიზნები: მოსწავლეები დაეუფლებიან ფესვის, ღეროს, ფოთლის და ყვავილის აგებულებას, დაეუფლებიან ამ ორგანოების განსხვავების თავისებურებებს და გამოიკვლევენ თითოეული ორგანოს მნიშვნელობას.მედიცინისთვის თუ რა სამკურნალო თვისება გააჩნია მათ.

მონაწილეთა ასაკი:  9-10 წელი.

ვადები| ხანგრძლივობა: 2 თვე.

მოსალოდნელი შედეგები:პრეზენტაციები თითოეულ მცენარეზე.მათი ფოტო მასალები,ვიდეო ჯურნალი.

პროექტისათვის საჭირო რესურსი: სახელმძღვანელო: „სამკურნალო მცენარეები“,მწვანე აფთიაქი, ისტ, ინფორმაციის მოძიება, სამეცნიერო ლიტერატურა.

პროექტის მსვლელობა (აქტივობები).
 კლასში ჩამოვაყალიბებ 2 ჯგუფს.
თითოეულ ჯგუფს მივცემ დავალებას მცენარეების: ჭინჭარი, გვირილა, ასკილი, ალოეს შესახებ მოიპოვონ ინფორმაციები.
გამოიკვლიონ თუ რომელ მცენარეს რა დაავადების განკურნებისთვის გამოიყენებენ.
შექმნიან ელექტრონულ პრეზენტაციას ,,სამკურნალო მცენარეები''
საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან| ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ბუნებისმცოდნეობა ,ბიოლოგია, საინფორმაციო ტექნოლოგიები.

პროექტის ხელმძღვანელი: მაია პაიჭაძე.


ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: maiapaichadze5@gmail.com   

No comments:

Post a Comment